იტალიის პრემიერმა თანამდებობა დატოვა
იტალიის პრემიერმინისტრი, ჯუზეპე კონტი თანამდებობას ტოვებს. შესაბამისი განცხადებით ის პრეზიდენტ სერჯო მატარელას მიმართავს.
ამის მიზეზი ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი გახდა.
მმართველი კოალიცია, რომელიც „5 ვარსკვლავის მოძრაობისს“ და პარტია „ლიგასგან“ შედგება, 8 აგვისტოს დაიშალა, როდესაც ვიცეპრემიერმა და „ლიგის“ ლიდერმა – მატეო სალვინიმ კონტეს შეატყობინა მოკავშირეებთან არსებულ უთანხმოებასთან დაკავშირებით და ვადამდელი არჩევნების დანიშვნა მოითხოვა.
თავის მხრივ, კონტემ მატეო სალვინი დაადანაშაულა იმაში, რომ მან საკუთარი და პარტიის ინტერესები ქვეყნის ინტერესებზე მაღლა დააყენა, ასევე, გააფრთხილა, რომ მთავრობის დამხობის მცდელობა ქვეყანას ეკონომიკურად დააზარალებს.