გონიოს ციხე რომაულ ფესტივალს უმასპინძლებს

20-21 აგვისტოს   გონიოს ციხე რომაულ ფესტივალს უმასპინძლებს.
ორგანიზატორების ინფორმაციით, სტუმრებს დახვდებათ საგანგებოდ მოწყობილი რომაული ბანაკი ყველა საჭირო საბრძოლო აღჭურვილობით;
,,გონიოს თასის“ პროფესიული ტურნირი სამ სპორტულ სახეობაში – ქართული ჭიდაობა, მშვილდოსნობა, ცხენოსნობა – გაიმართება; ასევე მეთუნეებისა და ხის ოსტატების მასტერკლასი ჩატარდება. 
სადღესასწაულო ბაზრობაზე სხვადასხვა სახის ნაკეთობები, კერამიკული ნაწარმი და სხვა ხალხური რეწვის ნიმუშები გაიყიდება. ამ დღეს გონიოს ციხე  გლადიატორთა ორთაბრძოლასა  და საბრძოლო ტექნიკის მასტერკლასებსაც უმასპინძლებს;
გამოიფინება რომაული სამოსელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები