ბათუმში არტფესტივალი „არგანი“ დღეს დასრულდება

ბათუმში ხელოვნების ფესტივალი „არგანი“  17, 18, 19 აგვისტოს  გაიმართება.
ორგანიზატორების ინფორმაციით, წლევანდელ ფესტივალზე პირველად ინოვაციური ხელოვნების ნიმუშები იქნება წარმოდგენილი. უახლესი ტექნოლოგიების გამოყენებით ხელოვანები ახალ ნამუშევრებს მაყურებელთა წინაშე შექმნიან.
ფესტივალში ხელნაკეთი ნივთების 50 ოსტატი, 30 ცნობილი მხატვარი და ფოტოგრაფი, მუსიკოსები, სულ 120-ზე მეტი ხელოვანი მონაწილეობს.

19 აგვისტოს პროგრამა

12:00 – 22:00 – ხელნაკეთი ნივთების ზონა
12:00 – 21:00 – გამოფენა
12:00 – 18:00 – საბავშვო ზონა
12:00 – 18:00 – ლიტერატურის ზონა
13:00 – 23:00 – კვების ზონა
13:00 – „კოსმოს” მასტერკლასი
დღის განმავლობაში:  ,,იკოს“ მასტერკლასი
მასტერკლასი ხატვაში, მასტერკლასი აკვარელში – ქართულ-ამერიკული სკოლა “პროგრესი ”
თოჯინების ტანსაცმლის მასტერკლასი.
15:00 –  ,,2StepCrew“-ს  ცეკვის მასტერკლასი
16:00 – იოგა ,,FlyLife – ბალეტის სკოლა“
17:00 – Antoine Exupery „პატარა უფლისწულის“ კითხვა – ბათუმის საჯარო ბიბლიოთეკის დირექტორი
18:00-19:00 – ,,School Band“ (ბათუმი)
19:00-20:00 – ,,DJ Twin Scroll“ (თბილისი)
20:00-20:30 – ფილმი: ,,ცხოვრება სანაპიროა“, რეჟისორი – იენს პედერსენი
20:30-21:30 – Free Space Band (ბათუმი)
21:30-21:40 –  „ცეცხლოვანი შოუ“ – ვალენტინა შვაჩკო (ქუთაისი / კიევი)
21:30-22:30 – ჯგუფი „ბაბილონი“ (ბათუმი)

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები