ნეკა სებისკვერაძე – „მზად ვიყავი, მეორედ მემღერა მთელი კონცერტი“

„ბლექ სი არენაზე“ ჯანსუღ და ვახტანგ კახიძეების სიმღერების საღამოს მომღერალი ნეკა სებისკვერაძე ეხმიანება, რომელიც თავად მონაწილეობდა ამ კონცერტში. მომრერალი კონცერტის ამსახველ ფოტოებსაც აქვეყნებს.
„დიდი მადლობა გუშინდელი დღისთვის! მე ასეთი ბრჭყვიალა და ბედნიერებით სავსე კონცერტი ჯერ არ მქონია
შესაძლებლობისათვის, უდიდესი მადლობა „ბლექ სი არენას“ ხელმძღვანელობას, პერსონალურად ტატო ხარჩილავას, მათ ზუსტად დაინახეს პროექტის პოტენციალი და ზუსტად გათვალეს მოსალოდნელი წარმატება, რომელმაც ჩვენს გასახარად მოლოდინს გადააჭარბა.
ბევრი შემიძლია ვწერო „ბლექ სი არენას“ გუნდზე, რომლებიც საქმეს უდიდესი მონდომებით, პროფესიონალიზმით და თავდადებული შრომით ემსახურებიან, არც ვიცი ასე, ჩვენს ქვეყანაში კიდევ სად ზრუნავენ არტისტზე, სასიამოვნოდ გაოცებული ვარ! უდიდესი სიამოვნებაა თქვენთან მუშაობა! ნამდვილად საიმედო ხელშია დარბაზი, რომელსაც ანალოგი არ აქვს ქვეყანაში, ეს არის სცენა, რომლიდანაც გასვლა არასოდეს გინდება!
მადლობელი ვარ, რომ ვარ ისეთი პროექტის სოლისტი, რომელიც იმსახურებს ამ სცენას!
რა თქმა უნდა, განსაკუთრებული მადლობა ამ ყველაფრის ღერძს, ბატონ ვატო კახიძეს, ვინც იცნობს მის შესაძლებლობებს, მიხვდება, თუ რაოდენ დიდ შრომას დებს პირადად, რომ მსმენელამდე მაღალი ხარისხი მივიდეს! უდიდესი მადლობა მას ნდობისთვის!
ოგორც ყოველთვის, უმაღლეს შეფასება იმსახურებს თბილისის სიმფონიური ორკესტრი;
დიდი სიამოვნებაა სცენის გაზიარება, ჩემს შესანიშნავ კოლეგებთან მაკა, ნატუკა, გიორგი გოგა და ანსამბლი “რუსთავი” – თქვენ ხართ დიდი ძალა.
და ყველაზე მთავარი – უღრმესი მადლობა ქართული სიმღერის მოყვარულ მსმენელს, ეს საოცარი მუხტი, რომელიც ათასობით მსმენელისგან, სავსე დარბაზიდან მოდიოდა მთელი ცხოვრება მემახსოვრება! მათი ანთებული თვალების შემხედვარე, მზად ვიყავი, მეორედ მემღერა მთელი კონცერტი!
გუშინდელი საღამოს მთავარი მოქმედი ძალა იყო – მსმენელი და გენიალური მუსიკა!
ბედნიერი ვარ, რომ ეს დღე შედგა ჩემს ცხოვრებაში!
მადლობა ყველას, ვინც იმუშავა ამ დიდ პროექტზე!“ – წერს ნეკა სებისკვერაძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები