,,ჯორჯიან მანგანეზი” ჭიათურაში ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობის პროექტს აქტიურად ახორციელებს

„ჯორჯიან მანგანეზი“ ჭიათურაში, ​მადნით დატვირთული მძიმეწონიანი მანქანების ქალაქის ტერიტორიაზე გადაადგილების შეზღუდვის მიზნით, ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობას აქტიურად ახორციელებს. პროექტი ივნისში დაიწყო და სექტემბერში დასრულდება.

ქალაქის ტერიტორიაზე მადნით დატვირთული მანქანების მოძრაობა დამტვერიანებას იწვევს და ეკოლოგიურ პრობლემებს ქმნის. ახალი სარკინიგზო ხაზი კი ჭიათურაში არსებულ გარემოსდაცვით პრობლემებს აღმოფხვრის. სარკინიგზო ხაზის აწყობის შემდეგ, მადნით დატვირთული დაახლოებით, 15 ათასი სატვირთო მანქანა რეისს აღარ შესრულებს. ტვირთი რკინიგზის საწყობში დასაწყობდება, საიდანაც ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანაში ვაგონებით გადაიზიდება.

კომპანიის სამშენებლო-სარემონტო სამსახურის უფროსის, შალვა ელიზბარაშვილის განცხადებით, სასაწყობე ფართი, 15 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენს.

„ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ ჭიათურაში, ე.წ ნოფის ტერიტორიაზე, მადნის საწყობის მშენებლობის პროცესი აქტიურად მიმდინარეობს. ამ დროისთვის ეწყობა სარკინიგზო საწყობი, საავტომობილო სასწორი და ავტომობილებისთვის ერთი სამრეცხაო. ტერიტორიაზე ორი პარალელური რკინიგზის ხაზი შენდება, რათა მან შეუფერხებლად იმუშაოს. მიმდინარეობს რკინიგზის ბაქნის მშენებლობაც, რომელიც გადამზიდი ვაგონების დასატვირთად გამოიყენება. გარდა ამისა, იგება ბეტონის მოედანი, შენდება ერთი საგუშაგო, ორი მესასწორის ოთახი, საგუშაგო და ლაბორატორია. პარალელურად, მიმდინარეობს მუშაობა დამცავი კედლების მოსაწყობად“, – განაცხადა ელიზბარაშვილმა.

ცნობისთვის, „ჯორჯიან მანგანეზმა “ პროექტის შესახებ ინფორმაცია რამდენიმე თვის წინ გააჟღერა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები