ოდესის ერთ–ერთ სასტუმროში, ხანძრის შედეგად, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა
ოდესაში, გვიან ღამით, სასტუმრო „ტოკიო სტარში“ ხანძარი გაჩნდა, რის შედეგადაც, სულ მცირე, 8 ადამიანი დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის საგანგებო სიტუაციების სახელმწიფო სამსახურის პრესსამსახური ავრცელებს.
უწყებაში აღნიშნავენ, რომ ხანძრის შედეგად, 10 ადამიანი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა და დაახლოებით ათასი კვ.მ ფართობზე გავრცელდა.
მოგვიანებით კი მეხანძრეებმა ცეცხლის ლიკვიდირება შეძლეს.
დამატებითი დეტალები უცნობია.