გია აბაშიძე: მარგინალმა სააკაშვილმა ახალი თემა შემოუგდო “ნაცმოძრაობასა” და ანასხლეტებს

საქართველოს ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის შეფასებას, რომლის თანახმადაც ის კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის პროექტს “ახალ როკის გვირაბს” უწოდებს და აცხადებს, რომ ამით რუსეთს თბილისის სწრაფი აღებისათვის სამხედრო გზა ეხსნება, პოლიტოლოგი გია აბაშიძე ეხმაურება.
აბაშიძე სააკაშვილს აკრიტიკებს და აღნიშნული გზის მნიშვნელობას განმარტავს.
“მარგინალმა სააკაშვილმა ახალი თემა შემოუგდო “ნაცმოძრაობასა” და ანასხლეტებს – კობი-გუდაურის ჩქაროსნული მაგისტრალის აშენება პუტინის დაკვეთააო…
არ დაფიქრებულხართ, რომ თუ ეს და სხვა ავტომაგისტრალები არ განახლდა-გაფართოვდა, რამდენიმე წლის შემდეგ, ანაკლიის პორტი როცა სრული დატვირთვით იმუშავებს, სატრანსპორტო ჰაბად ქცეული საქართველოს ტრასები ვერ გაუძლებს ამდენ ტრაილერს?..
ცხადია, მხოლოდ რკინიგზა არ ეყოფა მოსალოდნელ ტვირთბრუნვებს.
თუმცა, ჩვენში ხომ საზკვების (‘ობშეპიტის’) სპეციალისტი პოლიტიკის ექსპერტია და იურისტი კი კიბერსფეროს წიაღსვლებითაა დაკავებული”, – წერს გია აბაშიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები