პაატა სალია დავალიანების თემაზე: ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან

“ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ყველაზე ეფექტური გზა გამოვნახოთ, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხება”, – ასე გამოეხმაურა ტელეკომპანია “რუსთავი2-ის“ გენერალური დირექტორი, პაატა სალია ფინანსთა მინისტრის, ივანე მაჭავარიანის დღევანდელ განცხადებას
“ფინანსთა მინისტრის შეთავაზება იყო, რომ უახლოესი ორი კვირის განმავლობაში მოხდეს გრაფიკის წარმოდგენა, თუ რა სახით შეიძლება, დაფარონ ტელეკომპანიებმა საგადასახდო ვალდებულება. ცხადია, რომ ვალების სწრაფად გასტუმრება ვერ მოხდება და კომპანიებს მძიმე ტვირთად დააწვება. ეს ყველას ესმის. ვაპირებთ, უახლოეს დღეებში დავიწყოთ მოლაპარაკებები ფინანსთა სამინისტროსთან, შემოსავლების სამსახურთან და ყველაზე ეფექტური გზა გამოვნახოთ, რაც კომპანიას ხელს შეუწყობს, რომ მან ფუნქციონირება გააგრძელოს და არ იყოს რაიმე შეფერხება“, – განაცხადა პაატა სალიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები