სტამბოლში, სასტუმროში ხანძარია (ფოტო)

სტამბოლში, ფათიჰის რაიონში, ერთ-ერთ სასტუმროში ხანძარი გაჩნდა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სასტუმროში მყოფი ტურისტები კვამლით მოიწამლნენ, ისინი ჰოსპიტალიზებულები არიან.
CNNTurk-ის ინფორმაციით, ტურისტების ნაწილი სასტუმროს ზედა სართულებზე რჩება, ისინი გამოსვლას ვერ ახერხებენ.
არსებული ინფორმაციით, ხანძარი სასტუმროს მეორე სართულზე გაჩნდა.
ადგილზე მეხანძრეები და მაშველები იმყოფებიან.
სხვა დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები