ვლადიმირ ჟირინოვსკი ნატო-ს თვითმფრინავების ჩამოგდების საჭიროებას ხედავს

რუსეთის პარტია ლდპრ-ის ლიდერი, ვლადიმირ ჟირინოვსკი აცხადებს, რომ საჭიროა ნატო-ს იმ თვითმფრინავების ჩამოგდება, რომლებიც რუსეთის საჰაერო ხომალდებს მიუახლოვდებიან.
ამის შესახებ ჟირინოვსკიმ სოციალურ ქსელში დაწერა.
„დაუშვებელია, რომ რუსეთის მაღალჩინოსნები რისკის ქვეშ იმყოფებოდნენ. იმ შემთხვევაში, თუ რუსულ საჰაერო ხომალდებს უცხო ქვეყნის სამხედრო თვითმფრინავები მიუახლოვდებიან – ისინი უნდა ჩამოვაგდოთ! და როდესაც, ერთხელაც, ალიანსის თვითმფრინავს ჩამოვაგდებთ, ის მეორედ ასე არ მოიქცევა“, – დაწერა რუსმა პოლიტიკოსმა.
13 აგვისტოს ბალტიის ზღვის ნეიტრალური წყლების თავზე რუსეთის თავდაცვის სამინისტროს სერგეი შოიგუს თვითმფრინავს ნატო-ს F-18 მიუახლოვდა. რუსული მედია წერს, რომ მათ შოიგუს თვითმფრინავთან უფრო მეტად მიახლოების საშუალება რუსულმა სუ-27-მა არ მისცა.
თუმცა, როგორც ნატო-ში განმარტეს, შოიგუს თვითმფრინავი ნატო-ს ტერიტორიასთან ახლოს იმყოფებოდა, მას შემდეგ კი, რაც მოხდა თვითმფრინავის იდენტიფიცირება, ორგანიზაციის გამანადგურებელი ბაზაზე დაბრუნდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები