ზაზა გაბუნია: ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის სისტემა ეფექტურია

“ფინანსთა სამინისტრომ ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია შეძლო”, – ამის შესახებ დეპუტატმა ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ მასშტაბური დანაშაულებრივი სქემის გახსნის კომენტირებისას განაცხადა.
უწყების მიერ  გამოძიების ფარგლებში მხილებულია ფართომასშტაბიანი დანაშაულებრივი სქემა განსაკუთრებით დიდი ოდენობით გადასახადისათვის თავის არიდებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზების ფაქტებზე.
„ფინანსთა სამინისტრომ აღკვეთა 100 მილიონ ლარამდე ყალბი აქტივის გამოყენების შესაძლებლობა და მოხდა ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების პრევენცია. ბიუჯეტის ფული მოსახლეობის ფულია და მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფო ეფექტურად იყენებს ბიუჯეტისთვის ზარალის მიყენების საფრთხეების პრევენციის პოლიტიკას და სახეზეა, რომ ეს სისტემა ეფექტურია“, – განაცხადა გაბუნიამ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები