გრენლანდიაში ხანძარს ვერ აქრობენ – ცეცხლი დასახლებულ პუნქტებს უახლოვდება

გრენლანდიის დასავლეთ ნაწილში ივლისიდან ხანძარს ვერ აქრობენ. Bloomberg.-ის ინფორმაციით, ამჟამად, ცეცხლი ქალაქ სისიმიუტს უახლოვდება.
როგორც დანიის თავდაცვის მინისტრმა, ტრინე ბრამსენმა განაცხადა, ქვეყანა გრენლანდიაში 38 მეხანძრეს გაგზავნის.
გრენლანდია დანიის სამეფოში შემავალი ავტონომიური ერთეულია.
დანიის ხელისუფლება შიშობს, რომ ტყის ხანძარი, შესაძლოა, ზამთრამდე გაგრძელდეს, რაც ბუნებას მნიშვნელოვნად დააზარალებს, ასევე, ყინულის დნობის პროცესს დააჩქარებს.
გაეროში განაცხადეს, რომ ჰაერის მაღალმა ტემპერატურამ, რომელმაც ევროპაში უკვე რეკორდები მოხსნა, გრენლანდიაში გადაინაცვლა, რაც ყინულის რეკორდული დნობა შეიძლება გამოიწვიოს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები