უკრაინიდან რუსი დიპლომატი გააძევეს
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ლვოვის ოლქში რუსული სპეცსამსახურების მიერ 2014 წელს გადაბირებული მოქალაქე გამოავლინეს.
უწყების ინფორმაციით, მამაკაცი მოპოვებულ ინფორმაციას ლვოვში მდებარე რუსეთის საკონსულოში მომუშავე დიპლომატს გადასცემდა.
საკონსულო თანამდებობის პირისთვის შეუთავსებელი საქმიანობისთვის უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსი დიპლომატი პერსონა “ნონ გრატად” გამოაცხადა.
მან უკრაინა უკვე დატოვა.
გარდა ამისა, აღიძრა სისხლის სამართლის საქმე „სახელმწიფო ღალატის“ მუხლით. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ლვოვის ოლქის მკვიდრს თავისუფლების 15 წლით აღკვეთა ემუქრება.