მამაკაცს, რომელმაც საპარკინგე ტერიტორიის გამო დაწყებული შელაპარაკებისას ადამიანი მოკლა, თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა

პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებულს თავისუფლების 8 წლით აღკვეთა მიესაჯა.
“ქუთაისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისთვის ბრალდებული დ.კ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 14 ნოემბერს ზესტაფონში, ერთ-ერთი შპს-ს კუთვნილი სატრანსპორტო საშუალებების სადგომის ტერიტორიაზე, საწარმოს კონტროლიორებს – დ.კ.-ს და ბ.ღ.-ს, განაწილებული სადგომების ტერიტორიების საზღვრებთან დაკავშირებით ურთიერთშელაპარაკება მოუხდათ. აღნიშნულით განაწყენებულმა დ.კ.-მ, შურისძიების მოტივით, ბ.ღ.-ს თავის არეში ხის კეტი რამდენჯერმე ჩაარტყა. მიღებული დაზიანებების შედეგად ბ.ღ. შემთხვევის ადგილზე გარდაიცვალა.
პოლიციის თანამშრომლებმა დ.კ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა.
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ დ.კ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ თავისუფლების 8 წლით აღკვეთა განუსაზღვრა”, – აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები