ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი მკვლელობის მუხლით წარუდგინეს

ყირგიზეთის ყოფილ პრეზიდენტს, ალმაზბეკ ატამბაევს ბრალი მასობრივი არეულობის ორგანიზებაში, მკვლელობაში, მკვლელობის მომზადებაში, მძევლების აყვანასა და ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ ძალადობის გამოყენებაში ედება.
ყირგიზეთის კანონმდებლობის თანახმად, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ატამბაევს სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ამის შესახებ ყირგიზეთის გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა, ზამირ ბეიშეკეევმა პრესკონფერენციაზე განაცხადა.
ატამბაევის დაკავების სპეცოპერაცია მის საცხოვრებელ სახლში 7 აგვისტოს დაიწყო. სპეცრაზმელებმა სპეციალური საშუალებები გამოიყენეს, გაიმართა ორმხრივი სროლა, რა დროს 136 ადამიანი დაშავდა.
პროკურატურა ატამბაევს მაშინ უწყებაში მოწმის სტატუსით იბარებდა, რაზეც ყოფილმა პრეზიდენტმა უარი სამჯერ განაცხადა. საქმე კი ე.წ კრიმინალური. ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებას ეხებოდა.
გარდა ამისა, ივნისში პარლამენტმა პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებათა ნუსხა გადასცა, რომლის მიხედვითაც ატამბაევი შესაძლოა, კორუფციასთან, მიწების უკანონო გადაფორმებასა და სხვა დანაშაულებებთან იყოს კავშირში.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ატამბაევს დამნაშავედ ცნობს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2011 – 2017 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები