რუს ჟურნალისტს თავში ესროლეს
ჩელიაბინსკში გაზეთ „საზოგადოებრივი დამცველის“ ჟურნალისტს, იულია ზიაბრინას პნევმატური იარაღიდან თავში ესროლეს.
ამის შესახებ „ეხო მოსკვის“ ჩელიაბინსკის განყოფილება წერს.
ჟურნალისტის თქმით, მას იმ დროს ესროლეს, როდესაც საკუთარი სახლის სადარბაზოდან გამოდიოდა. მისი ვარაუდით, გასროლა 150 მეტრიდან მოხდა.
ზიაბრინა არ გამორიცხავს, რომ თავდასხმა მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირდებოდეს.
„მიგვიღია მუქარები, რომ ჩვენთან ანგარიშს სხვადასხვა მეთოდით გაასწორებდნენ. რამდენიმე პუბლიკაცია გვაქვს, რომელიც ანტიკორუფციულ ხასიათს ატარებს“, – განაცხადა ჟურნალისტმა.