იტალიის 11 ქალაქში, მაღალი ტემპერატურის გამო, საფრთხის უმაღლესი – „წითელი“ დონე გამოცხადდა

იტალიის ჯანდაცვის სამინისტრომ ქვეყნის 27 მსხვილი ქალაქიდან 11-ში, ჰაერის მაღალი ტემპერატურის გამო, საფრთხის უმაღლესი – „წითელი“დონე გამოაცხადა.
საუბარია ისეთ ადმინისტრაციულ ცენტრებზე, როგორებიცაა: რომი, ფლორენცია, ბოლონია, ტრიესტი და პერუჯა, სადაც ჰაერის ტემპერატურა 40 გრადუსს აღწევს.
მაღალი ტემპერატურა, ამჟამად, იტალიის ჩრდილოეთ და ცენტრალურ რაიონებში ფიქსირდება, თუმცა უკვე ხვალ ანომალიური სიცხე სამხრეთშიც არის მოსალოდნელი, კერძოდ, საფრთხის უმაღლესი დონე პალერმოშიც გამოცხადდა.
მედიკოსები მოსახლეობასა და ტურისტებს მოუწოდებენ, დღის გარკვეულ მონაკვეთში ქუჩაში გასვლისგან თავი შეიკავონ, ასევე, რაც შეიძლება მეტი სითხე მიიღონ.
ამასთან, ევროპული კოსმოსური სააგენტოს – Sentinel-3-ის მონაცემით, ქვეყნის უამრავ რაიონში ტემპერატურა 50 გრადუსამდე აღწევს. ასეთი რეგიონებია: აპულია, სიცილია, სარდინია, ტოსკანა, კამპანია და ლაციო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები