მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა – საბჭოთა კავშირის პირველი პრეზიდენტი საავადმყოფოშია
საბჭოთა კავშირის პირველი და უკანასკნელი პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულია. ამის შესახებ ჟურნალისტმა ალექსეი ვენედიქტოვმა გადაცემა „გორდონში“ განაცხადა.
„მძიმედ დადის, ბევრი დაავადება დაუგროვდა. 88 წლის არის. ბოლო ორი წელია, ცუდად არის: 6 თვეა, საავადმყოფოში ცხოვრობს“,-აღნიშნა ჟურნალისტმა.
მისი თქმით, გორბაჩოვი ზოგჯერ მას შეხვედრას სთავაზობს და ერთმანეთს რესტორანში ხვდებიან.
„ექიმის რეკომენდაციით, ლუდს ვსვამთ. მიხეილ სერგეევიჩი ახლა ლუდს სვამს, ადრე არაყს ეტანებოდა“,-აღნიშნა ვენედიქტოვმა.