ტანზანიაში ბენზინმზიდის აფეთქებას, სულ მცირე, 50 ადამიანი ემსხვერპლა

ტანზანიის აღმოსავლეთით, ბენზინმზიდი აფეთქდა, რომლის შედეგადაც, სულ მცირე, 50 ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი გაზეთის – Citizen-ის ინფორმაციით, ბენზინმზიდი ქალაქ მოროგოროსთან გადაბრუნდა, ადგილობრივები მას საწვავის შეგროვების მიზნით მიუახლოვდნენ და ამ დროს ბენზინმზიდი აფეთქდა.
მოროგორო ტანზანიის დედაქალაქიდან 260 კილომეტრში მდებარეობს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები