მიანმარში მეწყერს ათობით ადამიანი ემსხვერპლა
მაინმარში, მონის შტატში, მეწყერს 29 ადამიანი ემსხვერპლა. ამის შესახებ ინფორმაციას „სინჰუა“ სახანძრო სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
მაშველებმა 47 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.
მეწყრის გამომწვევი მიზეზი გადაუღებელი წვიმები გახდა. რამდენიმე სოფელი გარესამყაროს არის მოწყვეტილი, დახურულია სკოლები.