რუსეთში, სამხედრო პოლიგონზე მომხდარ აფეთქებას 5 ადამიანი ემსხვერპლა
რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო პოლიგონზე მომხდარი აფეთქების შედეგად, 5 ადამიანი დაიღუპა, სამი კი დაშავდა.
აფეთქება „როსატომში“ მოხდა, სადაც თხევადი რეაქტიული ძრავის გამოცდა მიმდინარეობდა.
ანალოგიური შემთხვევა 8 აგვისტოს სევეროდვინსკშიც მოხდა, სადაც ორი ადამიანი დაიღუპა და 6 დაშავდა.