შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი შევიდა – რუსეთმა ადგილზე სადაზვერვო ხომალდი გაგზავნა
ბოსფორის სრუტეს გავლით, შავ ზღვაში აშშ-ის სამხედრო გემი – USS Porter-ი შევიდა.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალების მე-6 ფლოტი ავრცელებს.
განცხადებაში აღნიშნულია, რომ გემი შავ ზღვაში წელს უკვე მეექვსედ შევიდა.
აშშ-ის სამხედრო საზღვაო ძალებში აღნიშნავენ, რომ მისიის მიზანი შავი ზღვის აკვატორიაში სტაბილურობის ამაღლება, ასევე, აშშ-სა და ნატო-ს მოკავშირეების მხარდაჭერის დემონსტრირებაა.
ამასთან, რუსული მედიის ინფორმაციით, შავ ზღვაში რუსეთმა შავი ზღვის ფლოტის გემი – „სმეტილოვი“ გაგზავნა. მისი გასვლის მიზანი აშშ-ის გემზე დაკვირვებაა.