მექსიკაში 20 ცხედარი იპოვეს
მექსიკაში, მიჩოაკინის შტატის ქალაქ ურუაპანში 8 აგვისტოს სამართალდამცველებმა სხვადასხვა ლოკაციაზე 20 ცხედარი აღმოაჩინეს, – ამის შესახებ შტატის უსაფრთხოების მინისტრმა, ისრაელ პატრონმა განაცხადა.
მისი თქმით, 20-დან 9 ცხედარი ხიდზე ჩამოკიდებული იყო, მათ შორის – ორი ქალის; 7 გვამი დასახიჩრებული იპოვეს.
დანარჩენების ცხედრებზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები შეინიშნებოდა.
გამოძიება დაწყებულია.