29 წლის ნათია: „ომი დაიწყო“ – და შენ ვერაფერს შვრები, არაფერი შეგიძლია, ერთი, რაც ფაქტია, გრძნობ, რომ, თითქოს, სამუდამოდ დაკარგე სიმშვიდე

“ომი დაიწყო! – თითქმის შეუძლებელია, გაიაზრო, თუ რა შინაარსს ატარებს ეს წინადადება, როდესაც შენთვის მშვიდად ზიხარ ოთახში კომპიუტერთან”, – ამის შესახებ 29 წლის ნათია “ფეისბუქის” ახალ პლატფორმაზე – „გაიცანი ოკუპანტი“ წერს.
„ომი დაიწყო! – თითქმის შეუძლებელია, გაიაზრო, რა შინაარსს ატარებს ეს წინადადება, როდესაც შენთვის მშვიდად ზიხარ ოთახში კომპიუტერთან. მაშინ სტუდენტი ვიყავი. ლაღი, მხიარული, მიზნებით სავსე გოგო, რომელიც ისრუტავდა ნებისმიერ ინფორმაციას. ვფიქრობდი, რომ უკვე გავიზარდე და ყველაფერი შემეძლო. საოცარი უსუსურობა ვიგრძენი ამ ფრაზის მოსმენისას. „ომი დაიწყო“ – და შენ ვერაფერს შვრები, არაფერი შეგიძლია. ერთი, რაც ფაქტია, გრძნობ, რომ, თითქოს, სამუდამოდ დაკარგე სიმშვიდე. მახსოვს, როგორ ველოდი ხელისუფალთა განცხადებებს. მინდოდა, მათ სიტყვებში იმედი ამომეკითხა. ერთ-ერთი დადასტურებით გვამცნობდა, რომ ყველაფერი კარგად იქნებოდა, თუმცა, ასევე, მოგვიწოდებდა, მტრისგან დანა-ჩანგლით დაგვეცვა თავი. ტელევიზორიდან იმასაც გვილოცავდნენ, რომ რუსულმა ტანკმა ორჭოსანთან აუხვია… სრული აგონია სუფევდა. მე ვერ ვხვდებოდი, რა შემეძლო და საერთოდ რაიმე შემეძლო  თუ არა. საბოლოოდ, მოხდა ის, რაც მოხდა – მე ვერაფერი გავაწყე მტერთან. მე დავმარცხდი! ნეტავ, შემეძლოს  დროის უკან დაბრუნება – არა, ძალიან უკან დაბრუნება; ისე უკან, რომ იმ საზარელ უსუსურობის განცდას ჩემამდე ვერ მოეღწია“, – წერს სოციალურ ქსელში ნათია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები