მცხეთის მერიაში მოქალაქეთა მიღება ყოველდღე, 09:00 საათიდან 18:00 საათამდე მიმდინარეობს

მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიაში მოქალაქეთა მიღება ხდება ყოველდღე, 09:00 საათიდან  18:00 საათამდე, შესვენების გარეშე.
საჯარო დაწესებულების გამართულად და მოქალაქეთა მიღების ორგანიზების გაუმჯობესებას მერიის მხრიდან მუდმივად დიდი ყურადღება ექცევა. ჩვენი მიზანია, შეიქმნას ისეთი გარემო, სადაც  მოქალაქეები და თანამშრომლები თავს იგრძნობენ საქმიანად და კომფორტულად.
მცხეთის მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციული შენობის მოქალაქეთა მისაღებში განთავსებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით, განვმარტავთ შემდეგს:
ადმინისტრაციულ შენობაში დაშვების პირობები შემუშავებულია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების შესაბამისად, რაც არასდროს ყოფილა ხელისშემშლელი პირობა, მოქალაქეები თავისუფლად და შეუფერხებლად გადაადგილდნენ შენობაში, შეხვდნენ ნებისმიერ თანამდებობის პირს ან თანამშრომელს, განახორციელონ თავისი კონსტიტუციური უფლებები და მიიღონ საჯარო დაწესებულების სერვისები.
R

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები