თურქეთში 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
თურქეთის დასავლეთით, ქალაქ დენიზლისთან 6,0 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა, რომლის ეპიცენტრში 7 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ევროპის ხმელთაშუა ზღვის სეისმური ცენტრი ავრცელებს.
ნგრევის ან მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია, ჯერჯერობით, არ გავრცელებულა.
ბიძგები იგრნობოდა ანტალიაში, ბურდურსა და ისპარტაში.
დღეს თურქეთში, იზმირის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში იმყოფება. ყველაზე დამანგრეველი, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 1999 წელს მოხდა, როდესაც 18 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.
ცნობისთვის, დენიზლში 313 000 ადამიანი ცხოვრობს.