თურქეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა
თურქეთში, იზმირის პროვინციაში 4,8 მაგნიტუდი მიწისძვრა მოხდა. მიწისქვეშა ბიძგები 18 კმ სიღრმეში დაფიქსირდა.
მედია დაშავებულთა შესახებ ინფორმაციას არ ავრცელებს, თუმცა აღნიშნავს, რომ მიწისძვრამ მოსახლეობაში პანიკა გამოიწვია.
თურქეთი სეისმურად აქტიურ ზონაში იმყოფება. ყველაზე დამანგრეველი, 7,4 მაგნიტუდის მიწისძვრა 1999 წელს მოხდა, როდესაც 18 ათასამდე ადამიანი დაიღუპა.