განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებულს თავისუფლების 17 წლით აღკვეთა მიესაჯა

თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და განზრახ მკვლელობისა და განზრახ მკვლელობის მცდელობისთვის ბრალდებული ა.მ. დამნაშავედ ცნო.
სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დადგინდა, რომ 2018 წლის 16 ნოემბერს  ქ.თბილისში, ონაშვილის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, ა.მ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, მოკვლის განზრახვით, რ.უ.-ს და ა.ს.-ს სხეულის სხვადასხვა არეში დანით სიცოცხლისთვის სახიფათო რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. მიყენებული ჭრილობის შედეგად რ.უ. ადგილზე გარდაიცვალა, ხოლო ა.ს.-მ გაქცევით უშველა თავს. გადაუდებელი ოპერაციების შედეგად მისი გადარჩენა მოხერხდა.
სამართალდამცველებმა ა.მ. იმავე დღეს დააკავეს. მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 19,109-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით (ორი პირის მკვლელობის მცდელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
თბილისის საქალაქო სასამართლომ ა.მ. სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 17 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები