ყირგიზეთის ყოფილი პრეზიდენტი ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს (ვიდეო)

ყირგიზეთში, სოფელ ქოი-თაშში ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტი – ალმაზბეკ ატამბაევი დააკავეს.
მანამდე, ატამბაევის რეზიდენციაში სპეცრაზმი შეიჭრა. თვითმხილველების ინფორმაციით, ისმოდა სროლის ხმა, სახლს ვერტმფრენმა რამდენჯერმე გადაუფრინა.
მედიის ინფორმაციით, სროლის შედეგად ათამდე ადამიანი დაშავდა. მათ რეზინის ტყვიები მოხვდათ.

ატამბაევის დაკავების მიზეზი გახდა ის, რომ მან მოწმის სტატუსით დაკითხვაზე უარი სამჯერ განაცხადა. საქმე კი ე.წ კრიმინალური. ავტორიტეტის, აზიზ ბატუკაევის უკანონო გათავისუფლებას ეხება.
გარდა ამისა, ივნისში პარლამენტმა პროკურატურას ყოფილი პრეზიდენტის წინააღმდეგ ბრალდებათა ნუსხა გადასცა, რომლის მიხედვითაც ატამბაევი შესაძლოა, კორუფციასთან, მიწების უკანონო გადაფორმებასა და სხვა დანაშაულებებთან იყოს კავშირში.
იმ შემთხვევაში, თუ სასამართლო ატამბაევს დამნაშავედ ცნობს, მას სამუდამო პატიმრობა ემუქრება.
ალმაზბეკ ატამბაევი ყირგიზეთის პრეზიდენტის თანამდებობას 2011 – 2017 წლებში იკავებდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები