მკვლელობა თბილისში შურისძიების მოტივით და 12-წლიანი პატიმრობა – ბრალდებული პირს ავტომანქანით დაეჯახა და მოკლა

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ, პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ნ.ჩ. ერთხმად დამნაშავედ ცნო და სასჯელის სახედ და ზომად თავისუფლების 12 წლით აღკვეთა განუსაზღვრა.

პროკურატურის ინფორმაციით, ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე ბრალდებულ ნ.ჩ.-ს მიერ განზრახ მკვლელობის ჩადენა დაადასტურა უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით. პროკურორებმა წარადგინეს და დაკითხეს ათობით მოწმე, გამოიკვლიეს ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და მკვლელობის ადგილზე აღმოჩენილი არაერთი კვალი, რომელთა ერთობლიობით უტყუარად დადასტურდა, რომ 2018 წლის 25 მარტს, ნ.ჩ. შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით, ნ.ნ.-ს საკუთარი ავტომანქანით დაეჯახა და მიანარცხა კედელს, რის შედეგადაც ნ.ნ. გარდაიცვალა.
ნაფიცი მსაჯულების მიერ ერთხმად მიღებული გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე, სასამართლომ ნ.ჩ. დამნაშავედ ცნო სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები