28 ტონა ქათმის გაყინულ ხორცში სალმონელა გამოვლინდა – საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში დააბრუნეს

ფოთში, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული სასაზღვრო კონტროლის შედეგად, “სალმონელა” გამოვლინდა
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ფოთისა და ყულევის პორტები და ფოთის თავისუფალი ინდუსტრიული ზონა“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სანიტარიული, ფიტოსანიტარიული და ვეტერინარული კონტროლის სამმართველოს თანამშრომლების მიერ ნიდერლანდების სამეფოდან შემოტანილი 28000 კგ. ქათმის გაყინული ხორცის ლაბორატორიული შემოწმების შედეგად, “სალმონელა” გამოვლინდა.
აღნიშნული საქონელი ექსპორტიორ ქვეყანაში გაბრუნებას დაექვემდებარა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები