ქუთაისის აეროპორტში ნარკოტიკული და ფსიქოტროპული ნივთიერებების შემცველი მედიკამენტები გამოავლინეს

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საბაჟო გამშვებ პუნქტში ,,ქუთაისის აეროპორტი“ ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, ეჭვის საფუძველზე, საქართველოს მოქალაქის – ნ.ზ.-ს კუთვნილი ბარგის დათვალიერების შედეგად, ნარკოტიკული (19 აბი) და ფსიქოტროპული (50 კაფსულა) ნივთიერებების შემცველი მედიკამენტი გამოავლინეს.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის წყალტუბოს რაიონული სამმართველოს გადაეცა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის 1-ელი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვას გულისხმობს. ჩადენილი დანაშაული თავისუფლების 6 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები