ომბუდსმენმა აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა

სახალხო დამცველმა აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრა, – ამის შესახებ ინფორმაციას ომბუდსმენის აპარატი ავრცელებს.
“2019 წლის 7 აგვისტოს საქართველოს სახალხო დამცველმა კონსტიტუციური სარჩელით მიმართა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფ პირებს მოეხსნათ სახალხო დამცველის აპარატის ცხელ ხაზთან დაკავშირებაზე დაწესებული ზოგადი შეზღუდვები. კერძოდ, პენიტენციური დაწესებულებიდან საქართველოს სახალხო დამცველის ცხელი ხაზით სარგებლობაზე ბლანკეტურად ვრცელდება ყველა ის შეზღუდვა, რომელიც პატიმრებს დაწესებული აქვთ, ზოგადად ტელეფონით სარგებლობაზე ციხის პირობებში”, – აღნიშნულია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები