ზელენსკი თურქეთს ეწვევა – დაგეგმილია რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან შეხვედრა

უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი საგარეო ვიზიტებს იწყებს.
ზელენსკის ოფისის ინფორმაციით, უკრაინის პრეზიდენტი 7-8 აგვისტოს თურქეთს ეწვევა, სადაც პრეზიდენტ რეჯეპ ტაიპ ერდოღანთან მოლაპარაკებას გამართავს.
გარდა ამისა, ზელენსკი უკრაინისა და ყირიმის თათრების თემის წარმომადგენლებს შეხვდება.
უკრაინული გამოცემა „აპოსტროფი“ წყაროზე დაყრდნობით წერს, რომ ზელენსკი 24-28 სექტემბრის შუალედში ნიუ იორკში, გაერო-ს 74-ე გენერალური ასამბლეის ფარგლებში, შტატების პრეზიდენტ დონალდ ტრამპს შეხვდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები