ზელენსკი და ტრამპი ერთმანეთს სექტემბერში შეხვდებიან – ლიდერები სამხედრო სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრებენ
უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და აშშ-ის ლიდერის, დონალდ ტრამპის შეხვედრა 24-28 სექტემბრის პერიოდში გაიმართება.
ამის შესახებ „აპოსტროფი“ წყაროზე დაყრდნობით წერს.
წყაროს ინფორმაციით, ორი ქვეყნის ლიდერი ერთმანეთს გაერო-ს გენერალური ასამბლეის 74-ე სესიის ფარგლებში შეხვდებიან.
მისი თქმით, მოსამზადებელი პროცესი მიმდინარეობს, დაინტერესება ორივე ქვეყნის ადმინისტრაციის მხრიდან არის.
„აპოსტროფის“ წყაროს ინფორმაციით, შეხვედრაზე უკრაინისთვის სამხედრო და ეკონომიკური მხარდაჭერის გაფართოება განიხილება, ასევე, აშშ-სა და უკრაინის პოზიციების შეჯერება მოხდება რუსეთ-ევროპული ურთიერთობის დარეგულირების ჭრილში.
სექტემბრში ზელენსკი და ტრამპის ერთმანეთს პირველად შეხვდებიან.