იენს სტოლტენბერგი ერებს “მარტოხელა-ტერორისტებთან” ბრძოლაში გაერთიანებისკენ მოუწოდებს
ნატო-ს გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის განცხადებით, ერები “მარტოხელა-ტერორისტების” თავდასხმების ასარიდებლად ერთობლივად უნდა გაერთიანდნენ.
ამის შესახებ სტოლტენბერგმა ახალ ზელანდიაში განაცხადა, სადაც ის მეჩეთი მოინახულა, რომელშიც მარტში ტერორისტმა 51 ადამიანი მოკლა.
სტოლტენბერგის თქმით, „ასეთი თავდასხმები ინდივიდურად ხორციელდება, თუმცა ისინი სხვა ტერორისტებისთვის შთაგონების წყარო ხდება“.
„აღნიშნული კი ხაზს უსვამს, რომ ჩვენ ტერორიზმს სხვადასხვა მეთოდით უნდა ვებრძოლოთ“, – აღნიშნა ალიანსის გენერალურმა მდივანმა.
ახალი ზელანდიის მთავრობამ მომხდარში ავსტრალიელი ბრენტონ ტარანტი დაადანაშაულა, რომელმაც, თავის მხრივ, ბრალი არ აღიარა.