კაიროში აფეთქების შედეგად, 17 ადამიანი დაიღუპა
ეგვიპტეში, დედაქალაქში ძლიერი აფეთქების შედეგად, სულ მცირე, 17 ადამიანი დაიღუპა, 32 კი დაშავდა.
ამის შესახებ ადგილობრივ მედიას ჯანდაცვის მინისტრმა, ჰალი ზეიდმა განუცხადა.
ქვეყნის შსს-ს ინფორმაციით, აფეთქების მიზეზი ავტოსაგზაო შემთხვევა გახდა.
მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომობილი საპირისპირო მხარეს გადავიდა და მანქანებს დაეჯახა, რამაც აფეთქება გამოიწვია.
მომხდარის მიზეზის გამოძიება გრძელდება.