ლარი დოლართან მიმართებით 0.0161 პუნქტით გაუფასურდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით  0.0161 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9507 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9346 ლარი ღირდა.
0.0247 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით  და მისი ღირებულება 3.2889 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2642 ლარი იყო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები