კობა გვენეტაძე: ერთადერთი კომპონენტი, რომელიც პროგნოზთან შედარებით გაუარესებულია, ტურიზმის სექტორიდან სავალუტო შემოდინებებია
ეროვნული ბანკის პრეზიდენტის, კობა გვენეტაძის თქმით, ისინი ინფლაციის დონესა და ნომინალურ გაცვლით კურსს აკვირდებიან, საჭიროების შემთხვევაში კი მათ ხელს არსებულ ინსტრუმენტებს გამოიყენებენ. მისივე თქმით, ის, რომ ეფექტური კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, მიანიშნებს, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება.
„ვფიქრობთ, დღეს ნომინალური გაცვლითი კურსი, ის გაცვლითი კურსი, რომელიც ითვალისწინებს ჩვენი სავაჭრო პარტნიორების გაცვლით კურსებსაც, არის იმაზე უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ის საგარეო შოკია. ზომაა, რაც დღეს გვაქვს. იმ შემთხვევაში, თუ დავინახავთ, რომ მოვლენების ასეთი განვითარება გადაეცემა ინფლაციას, მივიღებთ ზომებს. მაგრამ ის, რომ ეფექტური კურსი უფრო მეტად არის გაუფასურებული, შეიძლება, მიგვანიშნებდეს იმას, რომ ეს პროცესი დიდხანს არ გაგრძელდება. მაკროეკონომიკური გარემო ქვეყანაში კარგია. ერთადერთი კომპონენტი, რომელიც პროგნოზთან შედარებით გაუარესებულია, ტურიზმის სექტორიდან სავალუტო შემოდინებებია“, – აღნიშნა გვენეტაძემ.