158,5 მილიონის შემოსავალი წელიწადში – რამდენი ბაზარი და ბაზრობაა საქართველოში

2018 წელს ბაზრების, ბაზრობებისა და ბაზრობის ტიპის საწარმოების შემოსავლებმა 158,6მლნ. ლარი შეადგინა. ბაზრობების ტერიტორიაზე მოვაჭრე ეკონომიკური სუბიექტების მიერ ვაჭრობის უფლებისათვის (ერთჯერადი გადასახდელის სახით) გადახდილია 49,2 მლნ. ლარი, რაც ბაზრობების დირექციების შემოსავლების 31,0 პროცენტს შეადგენს. 59,6 პროცენტს შეადგენს შემოსავლები სავაჭრო ფართის გაქირავებიდან, ხოლო 9,4 პროცენტი სხვა სახის შემოსავლებს მიეკუთვნება. 2018 წელს ბაზრობის ორგანიზებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტების დანახარჯებმა 100,6 მლნ. ლარი შეადგინა, აქედან შრომის ანაზღაურება დასაქმებულ პერსონალზე 27,7 მლნ. ლარია.

„საქსტატის“ ინფორმაციით, საქართველოში მოქმედი ბაზრებისა და ბაზრობების ტერიტორიაზე 55,5 ათასი სავაჭრო ადგილია, სადაც, საშუალოდ, ერთ დღეში 43,2 ათასი კაცი ვაჭრობს.
როგორც ირკვევა, 2018 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა ბაზრებისა და ბაზრობების ორგანიზებით დაკავებული 206 ეკონომიკური სუბიექტი. ბაზრებისა და ბაზრობების 32 პროცენტი თბილისში, 19,9 პროცენტი – იმერეთის, 12,1 პროცენტი – სამეგრელო-ზემო სვანეთის, 12,1 პროცენტი – კახეთის, 7,3 პროცენტი – ქვემო ქართლის, 4,9 პროცენტი – აჭარის, 4,4 პროცენტი – შიდა ქართლის, 2,9 პროცენტი – სამცხე-ჯავახეთის, 1,5 პროცენტი – გურიის, 1,9 პროცენტი – მცხეთა-მთიანეთის და 1,0 პროცენტი – რაჭა-ლეჩხუმი/ქვემო სვანეთის რეგიონებშია განთავსებული.
„საქსტატის“ ინფორმაციით, 2018 წელს საქართველოში მოქმედი ბაზრები, ბაზრობები და ბაზრობის ტიპის საწარმოები განთავსებული იყო 2 მლნ. კვადრატულ მეტრ ფართობზე. ამ ტერიტორიაზე განლაგებული დახლების სიგრძე 52,7 ათასი მეტრია, რომელთა 64,8 პროცენტი შენობაშია განთავსებული

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები