რას ყიდის და ყიდულობს საქართველო თურქეთში
„საქსტატის“ 2019 წლის 6 თვის მონაცემებით, თურქეთი საქართველოს ერთ-ერთ უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორად რჩება.
2019 წლის იანვარ-ივნისში ათი უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან საგარეო სავაჭრო ბრუნვაში 67.2 პროცენტი შეადგინა. ქვეყნის უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორები არიან: თურქეთი (843.0 მლნ. აშშ დოლარი), რუსეთი (677.8 მლნ. აშშ დოლარი) და აზერბაიჯანი (508.9 მლნ. აშშ დოლარი).
მომდინარე წლის 6 თვეში საქართველომ თურქეთში სულ 120. 816 მლნ. აშშ დოლარის პროდუქცია გაყიდა. თურქეთიდან იმპორტირებული პროდუქციის ღირებულებამ 722.135 მლნ. აშშ დოლარს გადააჭარბა. საქართველოს უარყოფითმა სავაჭრო სალდომ თურქეთთან 601.319 მლნ.აშშ დოლარს მიაღწია.
საქართველოდან თურქეთში ექსპორტირებული პროდუქციის ჩამონათვალში 22.101 მლნ.აშშ დოლარით პირველ ადგილზე ტრიკოტაჟის ნაწარმია. მეორე ადგილზე – 18. 796 მლნ.აშშ დოლარით ნახევარფაბრიკატები ნახშირბადიანი ფოლადისაგან. 13.750 მლნ.აშშ დოლარით მესამე ადგილზეა სპილენძის მადნები და კონცენტრატები. საექსპორტო პრუდუქციაში 10.001 მლნ.აშშ დოლარით მეოთხე ადგილზე ფეროშენადნობებია.
ყველაზე დიდი რაოდენობით საქართველო თურქეთში მედიკამენტებს ყიდულობს. მიმდინარე წლის ექვს თვეში საქართველომ თურქეთში 45.450 მლნ.აშშ დოლარის მედიკამენტები შეიძინა. თურქეთიდან განხორციელებულ იმპორტში 34.971 მლნ.აშშ დოლარით მეორე ადგილზე ავტომობილებია. მესამეზე 19.655 მლნ.აშშ დოლარით შავი ლიტონის მეტალოკონსტრუქციები.