ლონდონის ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი გაიზარდა

ლონდონის საფონდო ბირჟაზე „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი იზრდება. დღეის მდგომარეობით, ერთი აქციის ფასი 12.94 ევროს შეადგენს. „თიბისი ბანკის“ აქციებმა გაუფასურება გასულ ოთხშაბათს, დღის 12 საათიდან დაიწყო და მინიმალურ ზღვარს პარასკევს მიაღწია. პარასკევის მინიმუმთან შედარებით, „თიბისი ბანკის“ აქციების ფასი, დაახლოებით, 0,76 ევროთი არის გაზრდილი.
ბანკის აქციებმა მას შემდეგ დაიწყო გაუფასურება, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ ბანკის დამფუძნებლებს – მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს ბრალი წაუყენა. პროკურატურა მათ 17 მილიონი დოლარის უკანონო ლეგალიზაციის ფაქტს ედავება. აქციების გაუფასურების შედეგად, „თიბისის ბანკის“ ზარალმა 500 მილიონ ლარს გადააჭარბა.
როგორც ცნობილია, ლონდონის საფონდო ბირჟაზე ოთხი ქართული კომპანიის; „საქართველოს ბანკის“, Georgia Capital -ის, „თიბისი ბანკისა“ და „ საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფის“ აქციებია განთავსებული. Galt & Taggart -ის მონაცემებით, ოთხივე ქართული კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია, გასული კვირის განმავლობაში, დაახლოებით, 900 მილიონი ლარით შემცირდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები