„თი-ბი-სიმ“ შვეიცარულ ResponsAbility-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან ერთად ენერგოსექტორის დაფინანსებაზე ტრენინგი ჩაატარა
„თი-ბი-სიმ“ პარტნიორ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდის (GCPF) დახმარებით განახლებადი ენერგიის წყაროს პროექტების ფინანსირების ტრენინგი ჩაატარა.
ტრინინგს ცნობილმა საერთაშორისო ექსპერტმა, კრისტიან ერიკ გრუტემ უხელმძღვანელა და მას ენერგოსექტორში მოღვაწე „თი-ბი-სის“ თანამშრომლები და კლიენტები დაესწრნენ.
მთავარი აქცენტები ჰიდროელექტროსადგურებისა და დიდი პოტენციალის მქონე ქარის პროექტების ფინანსირებაზე გაკეთდა.
2-დღიანი ტრენინგის დროს, ჰიდრო და ქარის ენერგიის პროექტების ძირითადი პრინციპები და ეკონომიკა განიხილეს, ასევე, გარემოსდაცვითი და სოციალური მოთხოვნები პროექტის განვითარებისა და მშენებლობის პროცესში და სხვა მსგავსი საერთაშორისო სტანდარტების დეტალები.
„თი-ბი-სი“ შვეიცარულ ფონდ responsAbility Investments AG-ის გლობალური კლიმატის პარტნიორობის ფონდთან (GCPF) 2015 წლიდან თანამშრომლობს. ბანკი, როგორც ლიდერი ენერგეტიკის სექტორში და აგრეთვე ყველაზე აქტიური საერთაშორისო სინდიცირებებში, უახლოეს მომავალში ფონდთან ერთად მსხვილი ჰიდრო პროექტების თანადაფინანსებას დაიწყებს, რაც საქართველოს მასშტაბით შვეიცარული ფონდის და ადგილობრივი ბანკის თანამშრომლობის პირველი პრეცენდენტი იქნება.
ენერგეტიკის სექტორი და მისი განვითარება „თი-ბის-ის „ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ბანკს ენერგეტიკის სექტორის ფინანსირებაში ლიდერი პოზიცია უკავია და საქართველოს ბაზრის 75%-ს შეადგენს.
R