ჰონგ კონგის პოლიციამ აქციის დასაშლელად ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

ჰონგ კონგის პოლიციამ, ქალაქის ჩრდილოეთით აქციის მონაწილების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. მანამდე პოლიციამ განცხაება გაავრცელა, სადაც არსანქცირებული აქციის მონაწილეებს დაშლისკენ მოუწოდებდნენ.
შეკრებილები გასულ კვირას გამართული აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებას აპროტესტებდნენ. მაშინ 45 ადამიანი დაშავდა.
ჰონგ კონგში რამდენიმე კვირაა საპროტესტო აქციები იმართება. შეკრებილები ექსტრადიციის შესახებ კანონში სადავო ცვლილებების შეტანას აპროტესტებენ.
კერძოდ იმ რეგულაციას, რომელიც საშუალებას იძლევა მძიმე დანაშაულში ბრლადებული პირები ჩინეთში გაგზავნონ.
აქციების გამო ჰონგ კონგის ხელისუფლებამ კანონში ცვლილებების შეტანა დროებით გადადო, თუმცა აქციები მაინც არ წყდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები