აქციის მონაწილეებმა POSTV-ის ჟურნალისტს ტერიტორიის დატოვება აიძულეს (ვიდეო)

გმირთა მოედანზე, სადაც ამ წუთებში „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის საწინააღმდეგო აქცია მიმდინარეობს, POSTV-ის ჟურნალისტს ტერიტორია დაატოვებინეს.

აქციის მონაწილეები სკანდირებდნენ „წადი, წადი“.

აღნიშნული კანონპროექტის მოწინააღმდეგეებს პარალიზებული აქვთ სატრანსპორტო მოძრაობა.

საავტომობილო მოძრაობის გადაკეტვის გამო, მძღოლებსა და აქციის მონაწილეებს შორის რამდენიმე ინციდენტი მოხდა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები