ფილიპინებზე ძლიერმა მიწისძვრამ მსხვერპლი და ნგრევა გამოიწვია

ფილიპინების ჩრდილოეთით მაგნიტუდით 5,9 მიწისძვრა მოხდა, რომლის შედეგად, სულ მცირე, 5 ადამიანი დაიღუპა, 12 დაშავდა.
ინფორმაციას „სინჰუა“ ადგილობრივ ხელისუფლებაზე დაყრდნობით ავრცელებს
მიწისქვეშა ბიძგები 10 კმ. სიღრმეში დაფიქსირდა.
გამოცემა Rappler წერს, რომ მიწისძვრამ საცხოვრებელი სახლები და რიგი კონსტრუქციები დაანგრია.
მოგვიანებით, ფილიპინებზე კიდევ ერთი მაგნიტუდით 5,7 მიწისძვრა დაფიქსირდა.

ცუნამის საფრთხე არ გამოცხადებულა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები