გაი ბორისოვი: რატომ აღელვებს ბაქოს ევრაზიული ინტეგრაცია

  აფხაზეთის ხელისუფლების შეცვლამ, ალექსანდრე ანქვაბის იძულებით გადაყენებამ აზერბაიჯანში დაუფარავი მღელვარება გამოიწვია. რა თქმა უნდა, ოფიციალური ბაქო აფხაზეთის მოვლენებს ოფიციალურ კომენტარს არ უკეთებს, თუმცა ექსპერტები მომხდარში ,,მოსკოვის ხელს“ ხედავენ და ,,პრორუსულ ავანტიურას“ უწოდებენ, რომელიც ხელსაყრელი იქნება სომხეთისთვის და ირანისთვის. ასე, მაგალითად, რუსეთში ისლამური კომიტეტის წარმოადგენელი გეიდარ ჯემალი ბაქოს ერთ-ერთ სააგენტოსთან ინტერვიუში ამტკიცებს, რომ სოხუმში მიმდინარე ყველა პროცესი ,,ბაქოს ირგვლივ იყრის თავს“.
მისი აზრით, ალექსანდრე ანქვაბს თავისი ქვეყნისთვის ,,რეალური დამოუკიდებლობა“ სურდა, ეს იმ დროს, როცა ,,ლიბერალი ოლიგარქები“ (უნდა შეგახსენოთ, რომ რუსი) აფხაზეთით მხოლოდ იმიტომ არიან დაინტერესებულნი, რომ მისი რესურსებით სარგებელი ნახონ. ამ დროს კი აფხაზეთის რეალური რესურსი რკინიგზაა. რკინიგზაზე, რომელიც 1992 წლიდან უმოქმედოა და დიდ საშიშროებას წარმოადგენს, ბლოკირების მოხსნა საქართველოში ხელისუფლების შეცვლის შემდეგ ,,ძალიან არ ეხატებათ გულზე აზერბაიჯანს და თურქეთს“. ფრთხილმა ვარაუდებმა რკინიგზის მაგისტალის აღდგენისა, რომელიც ერთ დროს ამიერკავკასიის ყველაზე ცოცხალი მაგისტრალი იყო, ბაქოში და ანკარაში მკვეთრად უარყოფითი რეაქციები გამოიწვია. შეგახსენებთ, რომ მსგავსი ინიციატივით ერთი წლის წინ საქართველოს სახელმწიფო მინისტრი რეინტეგრაციის საკითხებში პაატა ზაქარეიშვილი გამოვიდა. მას მხარი დაუჭირა მაშინდელმა პრემიერ- მინისტრმა, გამარჯვებული კოალიციის ,,ქართული ოცნების“ ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა.
როგორც მაშინ ცნობილი აზერბაიჯანელი პოლიტოლოგი ელხან შინოგლუ წერდა, ,,საქართველოს გარდა, ამით სარგებელს მიიღებს სომხეთი, რომელიც პირდაპირ გზას გაიკვლევს რუსეთისკენ, გაიზრდება ორმხრივი გადაზიდვები. სომხეთი ეკონომიკური კრიზისის ბლოკადიდან გამოვა. ივანიშვილმა შეუძლებელია არ იცოდეს, როგორ აისახება მისი იდეები აზერბაიჯანის ინტერესებზე. ხომ შეიძლება, რომ ვინმე ჭკვიანმა მისი გარემოცვიდან აუხსნას, რას მიიღებს თბილისი ბაქოსგან, ამ აშკარად ანტიაზერბაიჯანული ქმედების სანაცვლოდ, და რის ფასად დაუჯდება ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკას “?
თუ რა ურჩიეს ,,ჭკვიანებმა“ პრემიერს, უცნობია, თუმცა აზერბაიჯანელმა დეპუტატმა მუსა გასიმლიმ, თავის მხრივ, პირდაპირ განაცხადა, რომ თბილისი ვალდებულია, გაითვალისწინოს აზერბაიჯანთან მოკავშირის ურთიერთობა, რომელზეც ,,პირდაპირ არის დამოკიდებული საქართველოს სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა“.
დეპუტატი პირდაპირ აცხადებდა: ,,თუკი ივანიშვილი გააგრძელებს თავის მცდელობებს რკინიგზის კავშირების სომხეთთან ერთად აღდგენის შესახებ, აზერბაიჯანს შეუძლია, საქართველოსთან თავისი ეკონომიკური პროექტების შეჩერება, და რომ აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთს მიემხროს“.
გარდა ამისა, ბაქოში ბიძინა ივანიშვილის ოფიციალური ვიზიტის დროს, აზერბაიჯანის მხარემ არ დამალა, რომ დაუყოვნებლივ და არსებითად გაზრდიდა ფასს გაზზე, რომელსაც საქართველო ყიდულობს.
იმის გათვალისწინებით, რომ სააკაშვილის დროიდან თბილისი რუსეთის გაზს აღარ იყენებს, ეს დიდი დარტყმა იქნებოდა ქვეყნის ეკონომიკურ და სოციალურ სფეროებზე. გარდა ამისა, რკინიგზის მაგისტრალზე ბლოკირების მოხსნის წინააღმდეგი სოხუმიც გამოვიდა. იქ ამტკიცებდნენ, რომ ამ ნაბიჯს შესაძლოა, აფხაზეთის უშიშროებისთვის ნეგატიური შედეგი მოჰყოლოდა, რადგან რესპუბლიკის ტერიტორიაზე გამავალი ტრანზიტული შემადგენლობებიდან ,,შესაძლოა, ქართველი მედესანტეები გადმოვიდნენ“.
გასაგებია, რომ სწორედ ამიტომ უჭერს მხარს ამ საკითხში აფხაზეთის მხარე ბაქოს და ანკარას, რომელთაც არ სურთ პირდაპირი სარკინიგზო კავშირის ქონა, ერთისმხრივ – რუსეთთან, მეორე მხრივ – ერევანთან და თეირანთან. სოხუმის პოზიციაზე რუსეთის ინტერესმაც კი ვერ მოახდინა გავლენა, რომელსაც სომხეთში თავისი 102 სამხედრო ბაზის შეიარაღების გადახალისება სურდა, რადგან თვითმფრინავებით ყველაფრის გადაზიდვა შეუძლებელია, შემოვლითი გზა კი ძალიან დიდია. ახლა, როცა სოხუმის ხელისუფლებაში მოდიან ძალები, რომლებიც თავიდანვე რკინიგზის აღდგენის იდეას უფრო ლოიალურად უდგებიან, აზერბაიჯანში კვლავ აღელდნენ. გეიდარ ჯამალის სიტყვებით, თუ რკინიგზა გაიხსნება, ასეთ შემთხვევაში აფხაზეთი აღარავის აღარ დასჭირდება.
,,ეს აფხაზეთის პოლიტიკურ სტრუქტურას წელში გადატეხავს“. ამიტომ ხალხი, რომელიც ანქვაბის და მისი მთავრობის წინააღმდეგ გამოდის, ,,ავანტიურაში არიან ჩათრეულები, ავანტიურაში, რომელსაც ისინი კატასტოფამდე მიყვანს“. ამასთან, ჯემალი პირდაპირ ამბობს რუსეთის მხრიდან გამოწვეული დესტაბილიზაციის შესახებ პოსტსბჭოთა სივრცეში უკრაინის კრიზისთან დაკავშირებით და ამტკიცებს, რომ ,,ახლა ადგილი აქვს ამ დესტაბილიზაციის არეალის გაფართოებას.“ მისი სიტყვებით, ,,შემდეგი ცხელი წერტილი სამხრეთ კავკასია, კონკრეტულად კი აზერბაიჯანი იქნება“. მისი ვარაუდით კი ამის შემდეგ უზბეკეთის ჯერიც დადგება. ამგვარი მტკიცებულებები ავტორის სინდისს მივანდოთ. ტრანსფორმაციები, რომელიც პოსტსაბჭოთა სივრცეში ხდება, პირველ რიგში, ევრაზიული ეკონომიკური კავშირის ფორმირებას უკავშირდება. სწორედ ამ ნიშნით და არა ,,რუსეთის იმპერიული ამბიციების“ კუთხით უნდა განიხილოს რეალიზებადი ცვლილებები. ამ მიმართულებით, საინტერესოდ გამოიყურება აფხაზეთის პარლამენტის სპიკერის ვალერი ბგანბას განცხადება, რომელმაც ,,კომერსანტთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ,,რეალობა იცვლება და ახლა უკვე დგას საკითხი აფხაზეთის მონაწილეობაზე ევრაზიის და საბაჟო კავშირში“. ფაქტია, რომ აფხაზეთის ახალი ხელისუფლებისთვის აზერბაიჯანთან და თურქეთთან ურთიერთობა აღარ იქნება ძირითადი შიდაპოლიტიკური პრიორიტეტი. სავარაუდოდ, სწორედ ეს ვითარება გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მოსკოვი ლოიალურად მიუდგა აფხაზეთში ხელისუფლების ცვლას, ამავდროულად, ხელი შეუწყო იმასაც, რომ ხელისუფლება მშვიდობიანად და უსისხლოდ შეცვლილიყო. ალექსანდრე ანქვაბი და მისი ხელისუფლება აშკარად ვარდება თანამედროვე ტენდენციების მეინსტრიმიდან. იგივე ხდება დღეს აზერბაიჯანშიც, სადღაც ისევ აგრძელებენ ,,ბლოკადის“, ,,დესტაბილიზაციის“ და ,,ცხელი წერტილების“ კატეგორიებით აზროვნებას. საეჭვოა, რომ ახალ პირობებში ასეთი მიდგომები სიცოცხლისუნარიანი იქნება.

http://www.regnum.ru/news/polit/1810042.html

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები