“თიბისი ბანკი” EBRD-სა და IFC-ის მხარდაჭერისთვის მადლობას უხდის და განცხადებას აქვეყნებს

“თიბისი ბანკის” ჯგუფის მიერ ლონდონის საფონდო ბირჟაზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, ის „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკსა“ (EBRD) და „საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციას“ (IFC) თიბისი ბანკის შესახებ გავრცელებული მხარდამჭერი განცხადებებისთვის მადლობას უხდის.
ამ განცხადებას თან „თიბისი ბანკის“ გენერალური დირექტორის, ვახტანგ ბუცხრიკიძის კომენტარიც ახლავს, სადაც აღნიშნულია, რომ „თიბისი ბანკს“ პარტნიორ ინსტიტუტებთან ორი ათეული წლის ურთიერთობა აკავშირებს და მათი მხარდაჭერა ბანკის განვითარებისთვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი იყო.
„ჩვენი ურთიერთობა EBRD-სა და IFC-თან ორ ათეულ წელს ითვლის, მათი მხარდაჭერა და თანამშრომლობა “თიბისი ბანკის” წარმატებისა და განვითარებისთვის ერთ-ერთი გადამწყვეტი იყო. ჩვენ მივესალმებით და ვაფასებთ მათ ბოლოდროინდელ, მხარდამჭერ საჯარო განცხადებებს “თიბისი ბანკის” გარშემო და ველით, რომ ჩვენი გრძელვადიანი, წარმატებული ურთიერთობა, მომავალშიც გაგრძელდება“, – განაცხადა ბუცხრიკიძემ.
ცნობისთვის, „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“ (EBRD) „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლების – მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძისთვის ბრალის წარდგენის საკითხზე განცხადება გაკეთდა:
„ველოდებით სამართლიან და ტრანსპარენტულ პროცესს, სწრაფი გადაწყვეტილებით, ბანკის ოპერაციებზე ნეგატიური ზეგავლენის გარეშე“, – აცხადებენ „ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკში“.
განცხადება გაკეთდა „საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში“ (IFC). რომლის მიხედვითაც  „საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია“ მიესალმება „თიბისი ბანკის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარისა და მოადგილის, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის გადაწყვეტილებას საბჭოში თანამდებობების დატოვების შესახებ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები