თურქეთმა, შესაძლოა, Boeing-ების ყიდვაზე უარი განაცხადოს

იმ შემთხვევაში, თუ აშშ თურქეთს რუსული ს-400-ის შეძენასთან დაკავშირებით სანქციებს დაუწესებს, ანკარა Boeing-ის ყიდვაზე უარს იტყვის.
ამის შესახებ თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა განაცხადა.
„ჩვენ ახალი თაობის Boeing-ებს ვყიდულობთ. კარგი კლიენტები ვართ. მაგრამ თუ მოხდა ისე, რომ სანქციებს დაგვიწესებენ, ამაზე ვიფიქრებთ“, – განაცხადა ერდოღანმა.
თურქეთის მიერ რუსული საზენიტო-სარაკეტო დანადგარების ს-400-ის შეძენამ ანკარასა და ვაშინგტონს შორის საერთაშორისო სკანდალი გამოიწვია.
აშშ-მ თურქეთს გარიგებაზე უარის თქმა და ამერიკული Patriot-ების შეძენა მოსთხოვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები