1 აშშ დოლარი 2.9321 ლარი გახდა
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი დაადგინა, რომლის მიხედვითაც ეროვნული ვალუტის კურსი დოლართან მიმართებით 0.015 პუნქტით გაუფასურდა.
1 აშშ დოლარის ფასი 2.9321 ლარია. ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ძველი კურსის მიხედვით, 1 აშშ დოლარი 2.9171 ლარი ღირდა.
0.0141 პუნქტით გაუფასურდა ეროვნული ვალუტის კურსი ევროსთან მიმართებით და მისი ღირებულება 3.2637 ლარი გახდა. ძველი კურსით, 1 ევროს ოფიციალური ღირებულება 3.2496 ლარი იყო.